!
გავლენ წლები და აღარ იქნება ! ? არც გაზაფხული_ აღარც მაისი!? თუმც- დაკვირტული სუნი თითების ჯერ ისევ მწამს!- და ისევ განვიცდი! მაგრამ, არ ვნაღვლობ!- და თუ შენც წახვალ- მთლიანად წადი- ნუ გაქვს ფიქრები! -მე არასოდეს დამტოვებს მარტო- ეს პოეზია- ჩემი ფილტვები- შთაბერავს სხეულს ახალ სიცოცხლეს, იჭექებს მეხად- სიტყვები რიხით, და გადაირბენს მთაზე გრიგალი- ხან-ლიხის აქეთ, -ხან ლიხის იქით, და თუ გეცნობა ქარის კივილი! და თუ გეცნობა უთქმელი დარდი! როცა შეიცნობ თავს აფროდიტედ! ისევ იმ მინდვრის ყვავილად დარჩი- რომ, გიკოცნიდეს პეპელა ღეროს- მაგ- დილის ცვარით ნაპკურებ ალმასს- ეალერსება ნესტრით ფუტკარი- და თაფლს მოწველის- ჩემ გულის წამალს- რომ, ქარიშხლები ჩავაცხრო სულში და მინდვრად ნაკრეფს- ჩავწნი ყვავილებს ვერ გაგაკვირვებ ისევ ვერაფრით, ყვავილს- გვირგვინად გადგავ- ყვავილებს, თავს ჩახრი მორცხვი იასანამი ოქტომბრის სუსხი- გაშიშვლებს მხრებით მზრუნველი ძიძა- ჭია_მაია, საკინძეს ნაზად შეგიკრავს ფრთებით- მაგ-ალვა ტანზე- თეთრი ძაფებით, შემოგალამბავს- ობობა კაბას, და კალიების გუნდი- ორკესტრი- შეეგებება სიმღერით მაყარს- მრავალჟამიერ, ღმერთმა ინებოს, ჩაკრულოს- ლოცვად გაშლიან ხმებში: -ბეღელს ულევი პურის_თავთავი -დადუღებული მაჭარი- ქვევრში არა შეგაშინოთ წლებმა სიბერით! და შეუდექით ერთმანეთს მხრებში! თუ ვინმემ გიმტროთ- გრიგალად დახვდით თუ დაგემოყვრათ აკოცეთ ყელში, შვილი - და ძირი ფუძე- და სახლი- ვერ დავიკვეხნი ვერაფრით- ახლით- გიყვარდეთ მარად: სამშობლო, ღმერთი და ერთმანეთი გიყვარდეთ- ამინ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი