და გადაირბენს მთაზე გრიგალი


ეს წელიც გავა, აღარ იქნება ! ?-
არც გაზაფხული_ აღარც მაისი!?
თუმც- დაკვირტული სუნი თითების
ჯერ ისევ მწამს!-
და ისევ განვიცდი!
მაგრამ, არ ვნაღვლობ!- და  თუ  შენც წახვალ
მთლიანად წადი-
ნუ გაქვს ფიქრები!
-მე არასოდეს დამტოვებს მარტო-
ეს პოეზია- ჩემი ფილტვები-
შთაბერავს სხეულს ახალ სიცოცხლეს,
იჭექებს მეხად- სიტყვები რიხით,
და გადაირბენს მთაზე გრიგალი-
ხან-ლიხის აქეთ, 
-ხან ლიხის იქით,
და თუ გეცნობა ქარის კივილი!
და თუ გეცნობა უთქმელი დარდი!
როცა შეიცნობ თავს აფროდიტედ!
ისევ იმ მინდვრის ყვავილად დარჩი-
რომ, გიკოცნიდეს პეპელა ღეროს-
მაგ- დილის ცვარით ნაპკურებ ალმასს-
ეალერსება ნესტრით ფუტკარი-
და თაფლს მოწველის- ჩემ გულის წამალს-
რომ, ქარიშხლები ჩავაცხრო სულში
და მინდვრად ნაკრეფს-
ჩავწნი ყვავილებს
ვერ გაგაკვირვებ ისევ ვერაფრით, ყვავილს-
გვირგვინად გადგავ- ყვავილებს,
თავს ჩახრი მორცხვი იასანამი
ოქტომბრის სუსხი- გაშიშვლებს მხრებით
მზრუნველი ძიძა- ჭია_მაია,
საკინძეს ნაზად შეგიკრავს ფრთებით-
მაგ-ალვა ტანზე-
თეთრი ძაფებით, შემოგალამბავს-
ობობა კაბას,
და კალიების გუნდი- ორკესტრი-
შეეგებება სიმღერით მაყარს-
მრავალჟამიერ,
ღმერთმა ინებოს,
ჩაკრულოს- ლოცვად გაშლიან ხმებში:
-ბეღელს ულევი პურის_თავთავი
-დადუღებული მაჭარი- ქვევრში
არა შეგაშინოთ წლებმა სიბერით!
და შეუდექით ერთმანეთს მხრებში!
თუ ვინმემ გიმტროთ-
გრიგალად დახვდით
თუ დაგემოყვრათ აკოცეთ ყელში,
შვილი - და ძირი
ფუძე- და სახლი-
ვერ დავიკვეხნი ვერაფრით- ახლით-
გიყვარდეთ მარად: სამშობლო, ღმერთი
და ერთმანეთი გიყვარდეთ-
ამინ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი