ფიჭა ტუჩები


არც  ისე  მკვახე-
თაფლით სავსე-ფიჭა ტუჩები,
ძირს  გაშოტილი, საკოცნელად  დანამუნჯები,
მიხმობს,
მეძახის,
როგორც  მხატვარს  სველი ფუნჯები,
რომ  დავასრულო, დაგიმწიფო, ბაგეს ნუშები,
ცელქი, 
კეკლუცი,
ცოტა  მრუში,
ცოტა სულელი,
ცოდვების:
ვნების,
სიყვარულის- ცეცხლი  უშრეტი,
ბახი,
მოცარტი,
ბეთჰოვენი,
ბრამსი,
შუბერტი,
ყველა  მუსიკა-
პოეზიის  ყველა კუბლეტი.
გემო: პიტნის  და აკაციის  ნაზი  სურნელი-
შეზავებული ვაზის  სიტკბოს შავი  კუნელი,
იწევს  და  ეძებს   პატრონს,
ცხენი  აღვირ_უდები,
ჯერ  არავისგან  გახედნილი,
ცოდვით  უძღები, 
მელის :
გოლგოთა და
შებმული  ხარის  უღელი- მძიმე
წერტილი,
ტირე
გული  ანატირები,
მიხმობს  საკოცნად
მშიერია,
დასაპურები.
რძით,
მადლით,
თაფლით
და  სიცოცხლით  სავსე-
არც ისე  მკვახე
ფიჭა ტუჩები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი