ალუჩა


იქ  სადაც  მორცხვად, ჩაეხარა  თავი  ალუჩას,
ისევ  მოვყავარ  სევდიანი, შენსკენ  ამ ქუჩას.

იქ  სადაც  დუმან,  სიყვარულის შიშით მუზები,
მაწუხებს  ფიქრი, რომ  არასდროს  არ დაბრუნდები.

იყავ  მაისი,  მზის  სხივს   მსროდი, დილით  ლოცვისას,
სულს  ამღერებდი, როგორც  მიჯნურს  პირველ  კოცნისას.

მაგრამ,  ღრუბელმა ისე  შეკრა  ცაზე  კამარა,
თითქოს  განგებამ   ჩვენი  გზები, სადღაც  გაყარა.

თუმც, ახლა  ვფიქობ, გვიანია  ბედის  ჩივილი,
არ  შემძლებია, სიყვარულთან  მარტო  ჭიდილი.

ვერ  გაამდიდრებს, განძი  ვინც  კი მიწას  ჩამალა,
მოდი და  გეტყვი, რაც ამ   გულმა  დარდი  დამალა.

მოდი, რომ  მოხუცს  კვლავ  გეფერო,  დამჭკნარ  ხელებით,
და  შენ კი  მითხრა: რა  კარგია, ერთად ვბერდებით.

იქ  სადაც  მორცხვად, ჩაეხარა  თავი  ალუჩას,
ისევ  მოვყავარ  სევდიანი, შენსკენ  ამ ქუჩას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი