და ახლა თავსაც აღარ ვეკუთნი
ისევ მომიგდეს მუზა ქარებმა, კვლავ იწყო რეკვა ეკლის ზარებმა, გზად ჩაიარეს კოკით ქალებმა და ჩემში მოხდა ფერიცვალება. სიყვარულისგან გული გახელდა და გულის წადილს თვალი ამხელდა, ძლივს ნაკურნები წყლული გამთელდა ვნება მრუშობის აკვანს არწევდა. და უკვე თავსაც აღარ ვეკუთნი უღელი მადგას ბებერ მეგუთნის, საზიდად მძიმე ბედის ჭაპანი და უიმედოდ ქვით წყლის ნაყვანი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი