შენ-მტრედი ხარ.
შენ მტრედი ხარ, ქალი მტრედი, იორდანეს წმინდა სული. შენ მტრედი ხარ, სულიწმინდის, მადლით, ჩემზე გადმოსული. მე ღმერთი ვარ, ან კაც_ღმერთი, ან დემონი, ვისთვის როგორ... შენთვის ვინ ვარ? ავაზაკი!? თუ ჯვარცმული!? ჩემო გოგო ! შენ მტრედი ხარ, მე ვარ ნოე, და არ უჩანს, წარღვნას ბოლო, გაგაფრენდი ცხრა ზღვას იქით, ჩემო ზეთის ხილის რტო..ო.. გაგაფრენ და წერილები მომიტანე დარიანი, თუმც წვიმაა, თოვლი, ქარი და დღეები ავდრიანი. შენ მტრედი ხარ, და მშვიდობით, უნდა იყო, საცა იყო, რომ მოვუყვეთ შვილთაშვილებს იყო რა და არა იყო. შენ მტრედი ხარ, და საკენკად დაგიყრიდი პურის თავთავს, საზრდოდ ჩვენი სიყვრულის- დაგიკოცნი თვალ_წარბ_წამწამს. შენ მტრედი ხარ, ფოსტის მტრედი, იცი ყველა ჩემი ქუჩა- სევდის ქუჩა, ფიქრის ქუჩა, რაც ამ გულმა მოაქუჩა. შენ მტრედი ხარ, ფანჯრის მტრედი, გავბედავ და ჩემი ბედი, გელოდები ქუჩის ბოლოს, სადაც მე და მუზა ვცხოვრობთ. გელოდები ჩემო ჩიტო, ჩემი სულის მარგალიტო, გელოდება შენი ღმერთი, ან დემონი, ან კაც_ღმერთი, გააჩნია ვისთვის როგორ, შენთვის ვინ, ვარ ჩემო გოგო!?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი