"დილის საუზმე"
მზე იწვერება–შენც ჩამოივლი– ტაძარში უკვე რეკავენ ზარებს! ისევ შევხვდები და გვერდს ჩავუვლი–„ დილის საუზმეს“– ხორბლისფერ თვალებს!- „და როცა შევჭამ“– და როცა ვეტყვი– ჩემ სათქმელს ასე უხმოდ–უსიტყვოდ– და ისიც მეტყვის– მე ვერ მივხვდები!– მელის? – არ მელის?– მიხმობს? – არ მიხმობს? მე კი მკაფიოდ ვეტყვი: გამშორდი!– ცოდვილთან ადგილს ვერ ვხედავ ღმერთის! და როცა მიხვალ წმინდა ტაძარში– მომიხსენიე– იმ ერთადერთის გვერდით, რომელსაც ასე გამსგავსებ– რომელსაც ყველა სიცოცხლე ერთვის!– და ნუ ჩამითვლი ავაზაკობად– მარადიული თუ მწვავდა ცეცხლი, რადგად– ამ ცეცხლით ვინათლებოდი– გამარჯვებულის–„ოლიმპოს ცეცხლით“- და ახლა ხელში მიპყრია სიბრძნე და არად მიჩანს დღეების სიგრძე რადგან მოკვდავში უკვდავი ვიგრძენ! და ბეწვის გავალ თუ გინდა ხიდზე– ოღონდ მითხარი : დაგელოდები! –მოვალ და ერთად ავღბეჭდოთ ფირზე რაც ქრისტესმიერ გულებმა იგრძნეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი