სიყვარული წრიულია და თან ბრუნვადი ..


"სიყვარული წრიულია და თან ბრუნვადი "
საინტერესო თეორემაა ,ცოტა ჰგავს მართალს 
თუმცა ბრუნვადი დედამიწაზე მხოლოდ ღმერთია
რომელიც გვამცნობს ქვეყანაზე მრუშსა და მართალს 
იცხოვრე ისე არ დაგჭირდეს ჯიბგირად ყოფნა 
თორემ გაწირავ უანგაროდ თავს , იქნებ მონა
ვერასდროს შეძლებ წარდგე უფლის წინ სიმართლის კონად 
მხოლოდ მას ნახავ ვინც დაგიბა თვალები ოხვრად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი