მინდა გადმოვფრინდე დროთა სიმაღლიდან...
მინდა გადმოვფრინდე დროთა სიმაღლიდან, მინდა სიყვარული ფრენით მოვიპოვო, სევდა აღარ მტოვებს, მაინც ვერ მელევა, მოდი, მომიხილე, ღამის კორიფეო! მოდი მთაწმინდიდან, მოდი მდუმარებით, მნახე შენიანი - უღვთოდ განწირული..! მნახე საღამოდან პირველ აისამდე: გული - გაყინული, სული - გარიყული! გზებმა გადმოკვეთა დროის ნაპრალები... ისევ შევიქციოთ თავი საუბრებით, ამდენ ტკივილებში, ამდენ წამებაში ჩვენ ხომ გავუძელით, ჩვენ ხომ გავუძელით! ვეღარ ვიმორჩილებ მომდგარ ემოციებს, ბნელში ვიძირები, დროა შეღამების! მოდი, მომიხილე, ღამის კორიფეო! უღვთოდ დარჩენილთან მოდი მდუმარებით! სისხლი გამიჩერდა სრული უძრაობით, დარდით არეული ცრემლიც ზედმეტია, შენ რომ მპირდებოდი ღამის სასწაულებს, გარეთ მოშრიალე ჩუმი ვერხვებია! მინდა გადმოფრენა დროთა სიმაღლიდან, მინდა სიყვარულის ფრენით მოპოვება, დროის ნაპრალებთან უღვთოდ დაფიქრებულ მალე ქარს გაატანს ჩემს თავს მოგონება..! 2014 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი