ძველი საქართველო
განლიგდა ძველი საქართველო, სისხლით მორწყული, მუნებურ ხელთა მეოხებით მარად ნახნავი, წამებულ გმირთა სხივოსნობით ცარგვალ-მორთული, ურიცხვ სვავთაგან დაძენძილი, ყინვით დამზრალი. აღარ ქუხს ძველი საქართველო, აღარ ანათებს, შავსვიან ბელეშთ გაქრობიათ ბრძოლის მურაზი, გასდევთ მჭამელი დატევებულთ უქმად ზარადებს, ებგურად ნაშობთ დაშრეტიათ წმინდა სულადი. ლირფად რონინებს, ბიამანზე ცდად მოაბიჯებს მტერი _ მიმდემი, ჭირნახულის ავად მხვეჭელი, ლიტონი რწმენით მივეახლეთ ძვალთა სამიწეს, მაინც ვერ ჰპოვა მრთელმა წულმა მისადრეკელი. თუ მგელთა მიწა ტინი იყო, ზვირთთა მრბეველი, აწ წუმპედ იქცა, როყიოთა მყვართა ფაფილად, საწყლად ხრტიალებს უწინ მტერთა აფთით მძლეველი და დარეჯანი ქაჯთა ხელში ტყვედ ჩავარდნილა. ურჯუკთა ურდო უნაპირო ტრამალს მოარღვევს, შურთხი შათირობს, შელეწილა საგდულიანი, ღვთისგან ცხებული მიაგელვებს მერანს მოწამე, ვით საქართველოს, ხვედრი მისი არ არს სვიანი. შემუსვრილ მიწამ მოიხურა ნიმბი - ნესტარი, სულის სალბუნად მივაშურე პარეხს ცარიელს, ვით შეპყრობილი ქაჯთა მიერ მიჯნურს ნესტანი, ისე ვნებული საქართველო ელის ტარიელს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი