კამელია
ციალებს ცა ცარგვალ-ცვრიანი, ხეები ხნულს ხარბად ხრავენ, მოჟონავს მზე მარად მტირალი, რემები რაშთ რძისფრად რთავენ. კორომში კიანთობს, კრთის კამელია, თელავენ თაველებს თაგვისფერ თასმებით, მარდუქობს მეფეთა მარჩვიბი მესია, ნებიერ-ყოფიან ნამორი ნაძვები. ყავისფერ ყამირში ყირმიზი ყანები გაშენდნენ, გამრავლდნენ, გამებიც გუგუნებს, ზაფხულებს ზაფრავენ ზღაპრული ზღარბები, ქირდავენ, ქრთამავენ ქაჰირას ქურუმებს. დაეცნენ, დამიწდნენ დერვიში დევები, სერავენ სამყაროს სიტყვები სოფიის, ძაღლები ძენძავენ ძელ-ძარღვებს ძეწნების, დაძრწიან დასებში დამანი დობილნი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი