„666“


ღამეა... ბნელეთის უმიწო გვამები
ღვთაებრივ სიმშვიდეს ღრიალით აფრთხობენ,
მიხრწნილი ხორცით და სხეულის წამებით
ზეციურ სიჩუმეს უღმერთოდ ახრჩობენ,
მოდიან უმიწოდ, უსახოდ გვამები,
ცეკვავენ, ყვირიან, სიბნელით ხარობენ.

ღამეა... სიცივე... ცოდვების საწყისი,
გვამების სიხარულს არა აქვს საზღვარი,
სავსეა ცრემლებით რქიანი სასმისი,
სისხლშია გასვრილი ჯერ ისევ სამსჭვალი,
უნიჭოდ შეთხზული, ტკივილით აღვსილი
ყურებში ჩაისმის ბოროტი ზღაპარი.

ღამეა... სევდისფერ ზეწარში გახვეულ
გვამს უცდის ცეცხლოვან სივრცეში სატანა,
სულს _ შიშით შემოსილს, უღვთოს და დახეულს
მოუწევს წამების ზვირთების ატანა,
განსჯიან მკვდარ სხეულს, სიცოცხლით დამშეულს,
რადგან მან ვერ შესძლო მოყვასის გატანა.
ლადობატიაშვილილექსი666lado

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი