წვეთი პოეზია...


* * *
მინდა ოდესმე ვიღაცის ვიწამო,
მინდა ოდესმე მეც გამოვიცვალო...
მინდა გრძნობები ზედ გულზე მაყაროთ,
მინდა რომ მგავდე, შენ, წელო ახალო!

* * *
მე ისევ ის ვარ...
ისევ იმ გრძნობით
მიყვარს აპრილის ამაყი სითბო...
მიყვარს სილურჯე მაღალი ზეცის...
მიყვარს მაისი თვალებს რომ მითბობს...
მე ისევ ის ვარ...
ისევ იმ გრძნობით
მიყვარს სილურჯე მაღალი ზეცის...
მაგარამ ოდესმე ბედს მოვწყინდები
და უნუგეშოს ბოლოჯერ მესვრის..!

* * *
ღმერთო, მაპატიე სიმარტოვე,
ტანჯვის სიახლოვეც მაპატიე,
დილა მასზე ფიქრით დავიწყე და
ღამეც მასზე ფიქრში გავათიე...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი