უბრალო სიტყვები


უბრალო სიტყვები
უბრალოდ რჩებიან,
ოცნებებს ფიქრები
ამაოდ ებრძვიან...

შეჩერდით წვიმებით
მოსილო დღეებო!
შეჩერდით უჩემოდ!
უბრალოდმეებო!

შეჩერდი სიცრუით
მოცულო სამყაროვ!
შეჩერდი!
გრძნობები
გულს გადავაყარო...

ნასიზმრალ თვალებში
უდროოდ დავბინდდი,
მე უკვე შორსა ვარ,
გავფრინდი...
გავფრინდი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი