ალბათ, რთულია...


ალბათ, რთულია, გძულდეს სამყარო 
და შენ გარშემო ყოველი ფერი,
ყოველი სიტყვა, ყოველი ფრაზა,
ყოველი ფეთქვა ატმისფერ ყელის.

ალბათ, რთულია, გიყვარდეს ქალი
მთელი არსებით, მთელი სხეულით, 
ალბათ, რთულია, მას უთხრა სიტყვა
საწამლავად და შხამად ქცეული.

ალბათ, რთულია, გათბობდეს შვილი,
როგორც თებერვალს ბოლო დღეები,
ალბათ, რთულია, სიცოცხლე იგრძნო
ნაძალადევი ბედნიერებით.

ალბათ, რთულია, ბოლომდე გაძლო
და აღესრულო ისე გულწრფელად,
როგორც ქარები თმებს გაგიშრობენ 
და ვერ გაუძლებ სევდას უთქმელად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი