სამართებელი


სული უწმინდურად გაინაბა,
თითქოს ეწვიაო აგონია,
ვიწრო კუთხეებში იკარგება,
სევდით აწყობილი ჰარმონია...

რაღაც უცნაური შემოტევა...
გარეთ მოსისინე ქარებია,
შენთან წამოსასვლელ ბილიკებზე
ვგონებ, ერთადერთი კარებია...

გული სილურჯეში იძირება,
თითქოს მემატება მღელვარება,
ისე მტანჯველია მიძინება,
როგორც ჯოჯოხეთის ელვარება!

წამო, ოცნებები დავიჭიროთ,
წამო, საბოლოოდ საბრძოლველად,
მესმის და შორიდან მეძახიან,
ვხედავ და მიწყობენ სახრჩობელას...

სული უწმინდურად გაინაბა,
ტანჯვას აღარ უჩანს დასასრული,
ვიწრო კუთხეებში იმალება
სევდით აწყობილი აღსასრული...

2014 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი