'' სიყვარულის დაღი ''


მინდა ისევ ძველებურად ,რომ ვუყურო ცას,
თავდახრილი მივუყვები ზღვის ნაპირებს კვლავ.
მახსენდება შენი სახე და გავყურებ ცას,
იქნებ ღმერთმა მიმანიშნოს საით მიდის გზა.

***

ყველა ბილიკს შევისწავლი,გადავლახავ ზღვარს 
და შენამდე თუ მოვაღწევ გავიქარწყლავ დარდს,
ამ ქვეყნიურ შეშლილობას კვლავ დავუსვამ დაღს
და შენამდე მოსაღწევად გადავცურავ ზღვას. 


ლანა შვანგირაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი