უაზროდ ვკვდებით...
რამდენჯერ გავხადეთ გრძნობებს სამოსი, მკვდარი დღეებიც რამდენჯერ ვაცოცხლეთ. ჩვენს ზურგზე ტკივილი უფრო მეტია ვიდრე სიყვარული 7 მილიარდში... ირგვლივ კაიფობს ლუციფერის დიდი ჯარები და ეს სამყაროც უკანასკნელ განთიადს ელის ვეცემით,ვდგებით,იმედებს ვარიგებთ იმედები კი ტყდებიან წელში... ამოსუნთქვებიც ახლა თითქოს უფრო მწარეა, გაცვეთილ დაფასთან პატარები ოცნებებს წერენ… მაშ ჩვენ რაღა ვქნათ,რომ აღარაფრის გვწამს რომ გონებაშიც სუიციდური აზრები სახლობს... ამგვარად ვრჩებით უსულო ფურცლებზე, ზოგჯერ უცრემლოდ და ზოგჯერ ტბებით თურმე რამდენი რამ შეგვძლებია, და მაინც როგორ უაზროდ ვკვდებით..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი