გვეყოს მარიამ!


რაღა აზრი აქვს,მკითხაობას,ვინ სად წავიდა
ერთი შეხედვით ადვილია კარის გახურვაც,
რომ დაწვე ღამით ათას ფიქრებთან
მონაცვლეობით ტვინს ეს არ უნდა...

სულ გადარბენა,მიზეზების კორიანტელი
გვეყოს მარიამ! ერთმანეთი იქნებ ვიკმაროთ,
რადგან გახუნდნენ თავად სიტყვებიც
ჩვენ დრო არა გვაქვს დასაკარგავად...

უფრო მეტს ვიტყვი,ვიდრე გუშინ,ან/და გუშინწინ
მე ვგრძნობ შენს სუნთქვას და სულიც გეძებს
როგორი უცხოდაც არ უნდა ჟღერდეს,
შენ,ჩემს სხეულში გაფრენილი ანგელოზი ხარ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი