უიმედობის განცდა...


ცუდია,როცა უიმედობა მხრებზე გაწვება
და წვიმაც თითქოს ჩვენს ცრემლებს ღაფავს...
მე შეგადარე ელიზაბედს,შენსავით ცივ ქალს
სიამაყემ რომ ბორბალივით კოცონზე დაწვა...

ჩამოწვა ქოხი,მიტოვებულ სოფლის ნაპირას,
ნატაძრალ მიწას აუხსნელი ფერი გადაჰკრავს
სულ ციცქნა,პატარა ყვავილი აყვავდა
ამ უხეირო,გამხმარ ადგილას...

ჭორიკანებმა შეცდომებით გული იჯერეს,
რა სათქმელია,რომ დასაღუპად არ მემეტები
ღიმილში შეპარულ ნაოჭებს გვითვლიან
დრო,ხალხი და ეს ამინდები...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი