წელმოწყვეტილი ყვავილები...


ვერ გამოვედი,ნის სხეულის ლაბირინთიდან 
აღმართს მივსდევ და ელიას მთაზე ციხეში მძინავს... 
შენ კიდევ ბრმად გწამს,რომ ქარიტები ისევ არიან ,
თან რომ მაჯებმა გადასხმებით თავსაც უშველეს...

წელ მოწყვეტილი ყვავილებიც აღარ გადარგეს, 
ფეხით ზედ შედგნენ,გასრისეს და ვეღარ იხარეს... 
ტანზე მაცვია,უიმედობის შავი ელფერი 
ჩოხელის სევდა,იქიდან კი დარდების წიგნი...

ჩამოასვენეს,გულ ნატკენი დედის სიები 
დარჩენილ იმედს,კენჭებივით ნელ-ნელა ვისვრი
ვიცი,რომ მათგან ვერცერთს ვუშველი
სიტყვები არის დამწვარ ბალახში ჩაყრილი გემო...

იშვიათია,ერთი ღამე რომ მეორეს გავდეს 
იშვიათია,შენი მსგავსი ვინმე იპოვნო 
სასაცილოა,ითხოვდე გრამ სითბოს და 
თავად ყინულით სავსე თვალები გქონდეს... 

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი