ვნების შვიდეულს...


ვნების შვიდეულს,შენ გაგვიფრინდი
დაიწყო წვიმა,გასკდნენ მიწები
გაჟონა ფიქრში ყინულივით დიდმა ლოდებმა
გადაეფარა შატილის მთებს დიდი წუხილი...

საზარელია,წარმოდგენა შენი არყოფნის,
უფრო მეტი კი შენი ხელების გულზე დაწყობა
ცივ სასახლეში დაკერება რაღაც ფიცრების,
და ცხარე ცრემლი დედისაგან შენს მკერდზე წვეთავს...

მწვანე ბუნებას და თვით ყვავილობას
გამოეცალა შენეული ტკბილი ღიმილი,
ნურავინ იტყვის,რომ შენზე მეტად
აქ ვინმეს ტკივილი ყელში უჭერდა...

ვერც ერთი სიტყვა,ვერ ახსნის იმას
რარიგ მძიმეა შენი დაკარგვა,
და თანაგრძნობა თითქოს და ესმით
რომ აღარა ხარ,სისულელეა!

ვუძღვნი ირაკლი ჭინჭარაულს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი