უწყი უფალო...


უწყი უფალო,ვერ გიერთგულე
გადავიღალე და ქანცი გამწყდა
რა ვთქვა ისეთი,რაც არ მითქვია
მე ყველა მცნებას გადავაბიჯე...

შენს მოთმინებას მართლაც დიდება,
რაოდენ ტკბილ ხარ,და რა მცირე ჩემში
ვერ ვზიდე ჯვარი,ვერ დაგეხმარე
გოლგოთის გზაზეც კანკალმა დამცა...

მე იმ ფესვის ვარ,ვინც შენ უარგყო
და ვინც ყვიროდა შენს ჯვარზე გაკვრას
ვგლოვობ და მტკივა,როდესაც ვფიქრობ
ჩემს გამო რამდენი შოლტი დაგარტყეს...

მე ვარ იუდაც,პეტრეც,ის მღვდლებიც
რომ გაგიმეტეს და ასე გაგწირეს
უწყი უფალო,ახლა რასაც ვგრძნობ
შენ ყველაფერი უწყი უფალო ...

მუხლები მტკივა,ტაძართან ვდგევარ
და აღარ მიშვებს სინდისი შიგნით
ველი აღდგომას,და იმ სინათლეს
დიდებით რომ მოხვალ ჩემს გულთან ახლოს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი