შენ აღარა ხარ...
შენ აღარა ხარ,და გულმა იარა გახსნა დამაწვა შუბლზე სიმძიმე ბნელი ქარის დილა სიმწრისფერ თვალებით მიმზერს ჩიტები გალობენ,სევდიან ამბავს... დღეს ხევსურეთში ზეცა შავია, კი არ მღერიან,ნერვებისგან კანკალი ააქვთ აქ მელნისფერი ფურცლებიც გგლოვობს, მზე როგორ ამოდის სირცხვილით არ ვიცი... სიკვდილი შეცდა,შეცდა მეთქი! ამაყად ვამბობ ჯანდაბა ფიქრებს,შენს გარეშე რომ მატყდებიან ერთი იყავი,გული გქონდა უსასრულობა ერთი იყავი,სიყვარულიც სულ სხვა იცოდი... არ მემეტები,მიწისათვის არ მემეტები შენმა სიკვდილმა საზარელი კუბო მოძერწა, ერთი დღით ადრე,დაბადების დღის ოცდამეხუთე წელმა დაგტოვა... ვუძღვნი ირაკლი ჭინჭარაულს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი