უაზრობა...
დილა ადრიან მივიჩქარი ქუჩისკენ მარტო, ქრის ქარი და იასამნის ხესთან ვჩერდები... არ გადაიღებს ალბათ სულში დიდხანს წვიმები ამ სხვისგან მოყრილ პატარა სითბოსაც ვინმე წაიღებს... შენ უკეთ იცი,დრომ არ იცის განმეორება იმ უცხო მგზავრსაც ვეღარ ნახავ აწ უკვე გარდაცვლილს მე ვერ გადამცვლის,დაბრუნებით ცივი ზეწრები ტვინში ჩასხმული სულ სხვა ფერები გამატყავებენ... არა მაქვს თავი,ანალიზების ჩასატარებლად, აღარც კამათის,ხმაზე ალბათ ესეც მეტყობა არა ვარ მშვიდი,ქაოსს მიჰყავს ჩემი სამყარო და რაც მამშვიდეს,ერთადერთი მხოლოდ წერაა... როდის მორჩება, გადაღება ბოლო კადრების ან როდის გავა,შენი თავიდან უცხო ეგზოტი... იმას ნუ მომთხოვ,რომ აგიხსნა ჩემში რა ხდება აგიხსნი,თუ რა არ უნდა ხდებოდეს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი