ნუ შეშინდები...


სული თუ გტკივა და ჩუმად ცრემლს ყლაპავ,
თუ შენშიც ახლა ფოთოლცვენაა,
ნუ შეშინდები,მკაცრია ეს დრო
შენი თითები მას ვერ გაათბობს...

ვერ მოგიხატავს სახეზე ღიმილს,
ეს ოქტომბერიც უმაქნისია,
მოვიდეს,აღარ დავეძებ შვებას
ჩვენ ხომ ისედაც ღრმა ძილით გვძინავს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი