თაკოს*


ბევრი ვწერე ლირიული ლექსები,
ვერ მოვეშვი დღემდე ღამის თენებას
გამებუტე ისევ ისე ბავშვურად
რომ შევრიგდეთ, ამ ღრუბლების წინაშე...

ინახავენ ისტორიებს თვალები,
და არ ვიცი ეს დრო ჩვენ რას მოგვიტანს
მე მახარებს წვიმიანი თბილისი,
და ჩემს ტვინსაც ვატყობ სანაცია სჭირდება...

დავსეირნობ,და გზად ვიკრავ ცივ თვალებს
მე თუ ვერ ვარ,ვერ მიგებენ მხოლოდ ამიტომ
გზად ეკლები შენც ბევრი გაქვს,
და იცოდე,ფრთხილად,ფრთხილად იარე...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი