როცა...


გაგაგიჟებენ ფიქრები როცა,
ხეებს გასცვივათ ღარიბი ფოთლები,
ამ შემოდგომით სისხლისფრად ჩაგწერ
დღიურში როგორც „აკვიატებას“

მე დღესაც ისევ ის სიმპტომი მჭირს,
უშენობაა ჩემში ჩაღვრილი,
რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს ვიცი
ვეღარაფერი ვერ წაშლის იმ ბილიკს.

ბევრჯერ დავიწყე ცხოვრება ნულიდან
ბევრჯერ მოვედი ასე ვთქვათ შორიდან,
და ერთი დღეც კი არ მახსოვს ისეთი სადაც
გულწრფელად ბედნიერს მნახავ...

შენ მნახავ მხოლოდ წერილებში,
მხოლოდ სურათებში,ან ძველ SMS-ებში
მათაც დაედება მტვერი ნელ-ნელა
და გადაწმინდავ თითქოს არც იყო....

მე,107-ე პაციენტს მაჯერებენ რომ 
სკლეროზი მჭირს და შენც არ არსებობ
არა,საბედნიეროდ შენ არსებობდი
ეს მე ვიყავი გამოგონილი....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი