პეტრეს მსგავსად...
როგორ ვბედავ და მოგმართავ უფალო შენს ბილიკებს ვეღარ ვხედავ,დავიკარგე უკვალოდ შევიმოსე ცოდვებით და შენც ხომ ხედავ, ტაძრის კედლებს დღემდე ცრემლით ვასველებ... დაღლილი ვარ,ვიცი არ მაქვს უფლება უნდა ვიდგე,და ვებრძოდე ჩემს დაცემულ ბუნებას დაღუპვისკენ მექაჩება უკეთური ფიქრები მე ის ვიცი,რომ არა ვარ,ღირსი შენი შვილობის... პეტრეს მსგავსად,შენთვის თავს ვდებ გამთენიას ყივის ისევ მამალი გავდივარ და მწარედ ვტირი მტანჯავს შენგან სიშორე... უარგყავი მრავალ გზის და მაინც შენსკენ მოვდივარ, მწუხარეა ჩემი გული,შენ ხარ ჩემი სულის ხსნა დამარიგე,და მასწავლე სინანულით ცხოვრება რომ ჩემს გულში სიყვარულით გადიდებდე ყოველ წამს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი