დამაგვიანდა...


დამაგვიანდა,არადა ვჩქარობდი ყოველთვის ღმერთო
იმ ნაბიჯს ვერ ვდგამდი შენ რომ გინდოდა,
ვიცი უღირსი ვარ,და ვერ გავმართლდები
ცოდვებში ამოსვრილი დამაქვს ჩემი თავი.

ბევრი დაპირება,გამოსწორებაზე
ვერ შევასრულე და სევდას დავმორჩილდი,
საათის ისრები რომ წინ და წინ გარბიან
მე ისევ ჩემ ოთახში კედლების ნესტში ვლპები...

ვიცი შეცდომები უკვე რომ ბევრია
ვიცი გადაგღალე ჩემი ლაპარაკით...
ვიცი ბევრს ვატკინე,ბევრი ავატირე
ისიც კარგად ვიცი,არსად მომელიან....

ღმერთო,აღარ დამრჩა არსად წასასვლელი
ჩემს მხრებს ვერ ვერევი,ისე დამიმძიმდა
და თუ აღსასრული მალე შემიწირავს
შენთან შესახვედრად უკვე ვემზადები.

ვერა,ვერ მიშველის ახლა ვეღარავინ
სანთლის ძაფებივით ნელა ვიღვენთები,
გარეთ სიცხეა და ჩემში ისევ ცივა,
ისე უცხო გავხდი თავი მეზიზღება.

მეგონა ყველაფერს მოვასწრებდი დრო მეყოფოდა
და არ ვიაზრებდი რომ ეს მწუხარება წინ დამხვდებოდა
წლები გავიდა,და უფრო დავმძიმდი
მეტი უარესი აღარ მოხდება....

დამაგვიანდა,სუყველგან დამაგვიანდა
ვერსად ვიპოვე ნუგეში და სულის საზრდო
მე თავიდანვე გზა ამერია
და ამიტომაც დამაგვიანდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი