ცოტაც მოიცა...
ცოტაც მოიცა,ჯერ ადრეა განკურნებამდე და შენი სუნთქვა დამავიწყებს ამ ნაიარევს... მერე რა მოხდა,თუ ქარიშხლებმა ასე ერთბაშად გადამიარეს... დამათენდება შენს ფანჯრებთან ასე ბუტბუტით, ისიც ვიცი რომ ამ სიტყვებსაც ქარი წაიღებს... მე ბედისწერის ხომ იცი არ მწამს, ნუ მეუბნები,რომ ასე სჯობდა... მატარებლები ტანჯვით მიდიან, ისევე როგორც მზე ამოდის ცივ ამინდებში... სულ მალე ტკივილი დახეთქავს ფილტვებს, და ასე მარტოს,რა მეშველება... ცოტაც მოიცა,დღეს თუ არა,ხვალ გაწვიმდება და მთის ჰაერი შენს სურნელს მომიტანს... ცვალებადობას როგორმე ავიტან, თუ გვირილებთან ერთად დაბრუნდი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი