უმისამართო ქუჩებიდან...


ვიცი,რომ ეს ხეებიც უსათუოდ გატიტვლდებიან,
ის რაც დარჩება,სიცარიელეს ვერ ამოავსებს....
მე ვთქვი რომ ჩვენ სულით მოვკვდით
და ეს იქნებ სულაც დასასრულია...

ის რომ ვეღარ ვწერ,დახრჩობას ნიშნავს
იმ პიონებს კი გადათელავს ვინმე ცხოველი...
დაბრუნების გზა აღარ არსებობს,
რადგან ხიდებიც თავისთავად ჩატეხილია...

თავს ნუ იტყუებ,ყველაფერი თითქოს გაივლის,
და მზის სხივები სულ სხვაგვარად გაანათებენ...
სიტყვები ვერ ხსნიან რაოდენ დიდია დარდი,
ამღვრეულ ფიქრებს ჩამორეცხავს წვიმის წვეთები...

და რა აზრი აქვს - გეკითხები,უცრემლოდ ლოცვას
თუ სინანული შენში ბინას არ იდებს...
უმისამართო ქუჩებიდან ვგზავნი წერილებს,
და ადრესატიც ძველებურად დაიგვიანებს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი