უშენოდ...


ხევსურეთს გნახავ,აქ ყვავილებიც გრძნობებს ერთვიან...
და თვითონ ქალაქს,ყველაფერი უზნეო შერჩა,
ასე ნუ იტყვი,რომ დავიწყებას მიეცა სითბო...
ხატის მადლს ვფიცავ,რომ მე შენით ვსუნთქავ...

არ მავიწყდება,რომ კესანები შენი ფერია,
და რომ ვარსკვლავებს აღარააქვთ ისეთი ძალა...
იცი რომ ვერაფრით შევეგუე ამ მზის სხივებსაც...
შენ ხომ მასწავლე,სიცივეში ხელის გათბობა...

ან რა აზრი აქვს,გათენებებს თუ შენ არ მყავდი,
ასე როდამდე ვითამაშებ ბედნიერებას...
დაღლილ თვალებში,ტკივილი მეტი ჩანს
ვიდრე გგონია და ვიდრე იცი...

ეს დღეც დაღამდა,უკვე ყინვაა გარეთ
ფანჯრის მინებზე ჩატეხილი ხიდი დავხატე...
ალბათ დაბზარავს დუმილიც ამ სულს
უშენოდ,უშენოდ უშენოდ....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი