სიცოცხლის'ეული


იცი? ჩემს ოთახშიც მიმოფანტული ყრია ფურცლები... 
კედლებს ნესტიანს ვეყრდნობი და ასე ვმშვიდდები
იცი? მეც შენსავით მყვარებია მარტო სიარული, 
ჩემეულ ფიქრებს კი გასჩენიათ ლეიკემია...

მე ვერ გიმღერებ ‘ავე მარიას“
და შექსპირივით ვერ დაგიწერ ლამაზ სონეტებს
მაგრამ ძვირფასო,ჩემში გატარებს
ჩემში განათებს სიცოცხლისეული მზის სხივი როგორც
მარტი უკარება და გადარეული…

რას დავეძებ,იყოს სიცივე
განა შენ არ შემაჩვიე ასე თავიდან?
მაგრამ რა ვუყო,
შენს გარეშე ჰაერსაც რომ აღარააქვს სიცოცხლის გემო,
ვინ იცის,იქნებ ოდესმე,შენც გარეკო ჩემსავით,ჩემო... ! 
და დამემსგავსო როგორც ნაწამებ სხეულს,
სულ რომ დავათრევ და ვეღარ ვუძლებ ამხელა სევდას
შენ,ვინ იცის სად ხარ,და ვისთვის სუნთქავ
ნუ დაივიწყებ,შენთვითონ წახვედი და
მე ავირჩიე ჩემი სიგიჟე...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი