და შენც ჩემიდან ფერი იცვალე...
და შენც ჩემიდან ფერი იცვალე, იქა ხარ სადაც არ უნდა იყო იანვრის'ეულ უთოვლო დღეებს მიყვები როგორც მე სპირტიან ბოთლს. ვერ გამომკვება წვიმამ უსხეულომ და ვერც იმ სიგიჟემ შენ რომ არ გიყვარდა, ათას თვალებიდან ათას სიცივეში მზერა იმედისფრად აღარ მოკაშკაშებს ეს ხალხი მაგონებს ჩამქრალ ლამპიონებს ყოველ ანთებაზე ისევ რომ ქრებიან, შენი თვალები კი ჩემში ლიცლიცებენ, წლებმაც ვერ ჩააქრო თუმცა ბევრჯერ სცადეს... ჩვენ თითქოს ახლა სხვადასხვა კადრში სხვადასხვა ტიტრში ვხვდებით ერთმანეთს, მე ვგავარ მიგდებული წიგნის პერსონაჟს სადაც ავტორი მკლავს და მკლავს დღემდე შენ ის ხარ,ყველას რომ უღიმის მაგრამ ყელში გაჩრილი ცრემლები სტანჯავს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი