არ შეგეშინდეს...


არ შეგეშინდეს დღეს თუ მარტო ხარ,
თუკი არავინ არ გიდგას გვერდით
არ მოგერიოს ტკივილი იცოდე
დროებითია,გაივლის ეგეც.
გულში ნუ ჩაიდებ თუკი გაწყენინეს,
თუ არ დაგაფასეს და გამოგიყენეს
ცხოვრება სწავლაა და გზაა სიბერისკენ
თუკი დაეცემი,ადექი გზა განაგრძე
ეძებე ნეტარება,ეძებე სიყვარულში,ეძებე ყველგან!
ისე ნუ იდგები,როგორც ქანდაკება
წლები მიფრინავს და შენ ნუ გაშეშდები
წარსულს ნუ იხსენებ,და ნუ ექაჩები
ის რაც ადრე იყო,ვეღარ დაიბრუნებ
ტვინს ნუ გადაიღლი ტყუილად მაგ ფიქრებით....
იყავი ბავშვი,თუნდაც შინაგანად
ბაბუა წვერები გაუშვი ცაში…
ჰო... ცაში... როგორც ადრე უბერავდი
როგორც მაშინ... აი მაშინ... მართლა ბავშვობაში...
წვიმა? ძნელი სათქმელია
ვისთვის გრძნობაა და ვისთვის სიძულვილი
იმას ვისაც წვიმა უყვარს,თითო წვეთი არის ცრემლი
ვინც ვერ იტანს,მან არ იცის,რა ხიბლია ტანში რომ გცრის...
როცა გადაფურცლავს ქარი დღიურს
როცა ჩახუტებას ნატრობ
როცა ზღვის ტალღებთან ჩაიჩოქებ
როცა შენ თავს გინდა ავნო....
მრავალი კადრი წინ.... ან უკან
ან სულაც წარმოსახვა.... 
მთელ ცხოვრებას გაიხსენებ ახლა ისე ხარ...
მინდორში... შენთვის,,, წყნარად….
თითქოს აღარავინ ჩანს...
აქ ისუნთქავ ჰაერს,სადაც ადრე იყო, „ის“ „შენ“ დ’ა ბუნება
როგორი სიმშვიდეა არა?
მაგრამ მაინც,მაინც რაღაც გჭამს....
როგორი ლამაზია ყველაფერი
თითქოს ზღაპარს ჰგავს....
ნეტა რეალობა იყოს,ნეტავ გავიგონო ხმა....
ცრემლები....
ისევ წვიმა... ისევ მოგონება....
ისევ ის კადრები ჩანს....
ესთეტიკები უაზრო სუიციდის
ზოგჯერ ამნეზიაც გაქვს....
ფიქრობ ალბათ რომ გაგიჟდი
და ახლა სად ხარ....
წვიმის წვეთები ხელებში ჩაიგუბე
ფანჯრის მინასთან მიდი
იყურე,იფიქრე შეიგრძენი წამები....
არავის იმედი არ გქონდეს იცოდე,
შენ ამ სამყაროში სტუმრად მარტო ხარ...
ამ სამყაროში შენ ხარ სტუმარი!
არ შეგეშინდეს იცოდე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი