წლებთან ერთად...


წლებთან ერთად მეც ჭკნობა დავიწყე,
დამტოვეს გრძნობებმა,მაგრამ სხეული არ მტოვებს
სადღაც შორიდან კვლავ ისმის ხმები,
მაგრამ ვერ ვარჩევ საიდან მოდის....

ღამეა... თანაც ისეთი მშვიდი
წვიმის ხმაური გაისმის კიდეც,
თითქოს ოთახი წყალშია ღრმად და
გონს ვერ მოვდივარ,თვალებს ვერ ვახელ....

სიცარიელეს ვგრძნობ შინაგანად,
გამოფიტული და სულ მშრალი ვარ...
რაღაც ისეთი მინდოდა მეგრძნო,
რამდენიმე წუთს რომ შემიცვლიდა
სიმშვიდე მინდოდა, მაგრამ ესეც არ იყო
სულ ყველაფერი ბურუსმა შთანთქა
და საბოლოოდ მე დავიკარგე სადღაც ძალიან შორს....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი