მაისი
მინდა შენთან შევხვდე მაისს, მოგიქსოვო მისგან კაბა, მინდა მოვრთო ყვავილებით, და მივიკრა გულზე ხარბად. მინდა ვარსკვლავს ვესაუბრო და ვხატავდე ირგვლივ პეპლებს, მინდა მაისს ვწერდე ცაზე, შევარიგო ვარდი ეკლებს. ჩემს ნახატში წვიმაც მოდის, მის წიაღში ღამეს ათევ, მინდა ყველას გააგონო, რომ მაისი დაგიხატე. მინდა ენთო სანთლად ჩემ წინ, სტროფები რომ შენს თავს მთხოვენ, თბილად იგრძნობ წვიმას,რადგან მე მაისი მოგიქსოვე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი