მეგობარი
არ გეგონოს,რომ თუ სუნთქავ ცოცხლობ, რადგან სიცოცხლე ამას არ ჰქვია. არ გეგონოს,რომ ყველა ხორციელს ადამიანის სახელი ჰქვია. ყველა კუკლუცობს, ყველა გიღიმის სულ ყველა ნიღბით დაიარება , ის მეგობარი დღეს,რომ გიცინის ხვალ გასაჭირშიც შენთან იქნება !? ნამდვილ მეგობარს წლები გვიჩვენებს , წლები გვიჩვენებს ვინ,სად,რა არის. არ დაგავიწყდეს დღეები მირბის, წლები წლებს მისდევს დრონი იცვლება, დღეს თუ არ გიჭირს ხვალ მომავალში რა იცი იქნებ გაგიჭირდება ? ის მეგობარი დღეს,რომ გიცინის, ხვალ გასაჭირშიც შენთან იქნება !?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი