უცნობ გოგონას
უფლის წყალობით შენ წილად გხვდა მშვენიერება, და ყველა საცდურს სისპეტაკით უნდა აღუდგე, როს მოგანიჭოს მიჯნურობამ ბედნიერება , და სისხლი შენი საალერსო ვნებით ადუღდეს... გახსოვდეს მარად სამიზნე ხარ სამსხვერპლო კაცთა, თუმც ავი ზრახვით შენს მოხიბვლას არ ეცდებიან, პოეტებს.. მხატვრებს.. მოასკდებათ მუზათა განცდა, და თვალნი მათი ელვარებით აღენთებიან... დაიხატება თეთთრ ტილოზე ღალატი კოცნის , და ვერ შემდგარი შედევრისთვის იქვე დახევენ, შემდეგ კი ერთი ღიმილისთვის ფანატიკოსნი , შენს სიტურფესთან მუხლმოყრილნი ივაგლახებენ... მოდგება ბრბო და პირფერობას უფრო დახვეწავს, კვლავ შეუწყვეტლად მომდინარე ქების ნაკადი, ისურვებ როცა ვერ გაუძლებ ამდენ გარეწარს, რომ სილამაზეს ჯანდაბაშიც გადაკარგავდი... შემდეგ კი ვიცი უსათუოდ შეგიძულებენ, ძირს დაცემას და დანარცხებას შეეცდებიან, მხოლოდ იმიტომ რომ ვერაფრით მიგისაკუთრეს, მხოლოდ იმიტომ რომ ვერასდროს ვერ შეგწვდებიან... ცხოვრება ასე მოთარეშე მტერივით ივლის, შუღლი და ღვარძლი დაგიხვდება გზაზე რაყიფად, სიმცირის განცდით ბოროტება ვის გულშიც ღვივის, აქ მათი სიტყვა ცოფიანი ძაღლის დაყეფვა.... იქნება მარად დიდებისკენ კვალის ამრევი , შენ არ დაკარგო ბეწვის ხიდზე წონასწორობა, ნუ აღელდები როცა იგრძნობ მზერას ამრეზილს, სულის სიმშვიდე არის დიდი მონაპოვრობა.... ყველა თავის ბედს თავის წერას კვალდაკვალ მისდევს, აღარ ჩანს სხვა გზა სხვა საშველი ვერ თუ არ არის..?! უბრალო გოგო ღვთაებრივი თვალებით მიცქერს , ასე მენახე ანგელოზო აწ და მარადის... !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
Da ukuniti ukunisamde,amin!:Dmadloba:D gavitvaliswineb :p:D;)