მეგობარს


გარეთ მარტი სულს ღაფავს და სიცივე ნავარდობს, 
ღამის შავი ფორები მორთეს თეთრმა ფთილებმა 
მეგობარო მსურს ახლა ის სიმართლე გაგანდო
რაც მასწავლა ცხოვრების მწარე გაკვეთილებმა...

როცა ჩვენში ტკივილით მოცულია წარსული
და ეს ლაქა სახსოვრად აწმყოსაც თუ მიეცხო 
ნატირალის დრო უკვე იმდენია გასული
ყველა ცოდვა ტკივილი უნდა ჩამოირეცხო...

უნდა გამოიფხიზლო აწმყო არი მთავარი, 
დღევანდელი სიტყვა და დღევანდელი ქმედება, 
როგორც ელვა - ქუხილი ისე დაუფარავი 
იყოს ის რაც სიცოცხლის აზრად გეიმედება...

თორემ მხოლოდ ოცნებით ოცნებები არ ხდება 
ეგ ხომ მხოლოდ ფიქრია ან იქნება ან არა, 
დრო გავა და წინ მხოლოდ მოგონება დაგვხვდება, 
რადგან ფიქრიც წავა და ვერიქნება სხვაგვარად....

ჩვენ კი მხოლოდ დარდი და სინანული დაგვრჩება, 
გადაღლილი გონებით დაწყვეტილი ნერვები, 
გვებრძოდნენ და გვჩაგრავდნენ, ვერ ვისწავლეთ გარჩევა,
წარსულ-აწმყო-მომავლის ტანჯვის შენაერთები...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი