მეღიღინება :))


მზიან ამინდებს გულში მოაქვს სისხლის დუღილი, 
და სხვა ეშხი აქვს ალიონზე თვალის გახელას, 
ლამაზ ასულებს შეუხსნიათ პერანგზე ღილი, 
და მოელიან უცხო მზერით გრძნობის გამხელას...

ირგვლივ ყოველი ისე ყვავის ისე დაგხარის, 
რომ სიყვარული თავისთავად მოვა ურიგოდ, 
მინდა ავიღო თაიგული უცხო ბაღნარის, 
და ყველა ლამაზს სათითაოდ ჩამოვურიგო....

მინდა შევუქო ეშხიანი ღიმილი ბაგის, 
და ვინც მიჯნური სამუდამო დღემდე ვერ ჰპოვა,
ვეტყვი ძვირფასო რომ წარსული ცრემლებად არ ღირს, 
გთხოვ გაიღიმო სიყვარული ღიმილით მოვა...

ნიაღვარივით მოვარდება სულ უცხო ვნება, 
და გაიელვებს შენს სხეულში ჟინის თარეში, 
მერე მიხვდები ვის ელოდი მთელი ცხოვრება,
როცა სიყვარულს დაინახავ ლამაზ თვალებში...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

2 კომენტარი
.....8 წლის წინ

Bolo magari iyo;)

ბოლოსწინას რას უწუნებ : დ

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი