8
მოდი ძვირფასო გავუსწოროთ თვალი ცხოვრებას , ამ ჩვენი გზების ერთად შეყრა მოხდა დროებით, შენი სამყარო მე იმდენად მეუცხოვება, რომ ვერასოდეს ვიცი ვეღარ განვმეორდებით... შენ მიგაჩვიეს ყველა ნატვრის უხმოდ ახდენას, მე კი ყოველწამს წვალებისგან ჯვარზე ვეკვრები, რომ გექცევიან ცხოვრებაში ისე არ ხდება, და ფარისევლებს ნურასოდეს ნუ შეეკვრები... შენს სამყაროში მეგობრობაც ისე რთულია, ყველგან ღალატის და სიყალბის შიში ტრიალებს, ჩემი?.. სულიერ სიწმინდეზე გადართულია , და მთელი ქვეყნის ტკივილები გვაერთიანებს... ასე ძვირფასო გიყურებ და ვხვდები შორი ხარ , განა სიშორე აიხსნება მხოლოდ მანძილით, შენ სიდიადის და სიმდიდრის გზაზე მოდიხარ, მე კი ცხოვრებას ვეღრინები ავი ძაღლივით... სულში ბინდდება ხასიათს ვერ გავამზიანებ, რადგან ტკივილით ყველა გრძნობა გათელილია. მე მაპატიე თუ შენს გზაზე გადავიარე , და კვალი ჩემი შენთვის ერთი გაკვეთილია..!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი