7


ახლა რაღაც არნახული მოძალებით , 
ვებრძვი ღამეს ...თითქოს ბნელი დემონია... 
და შენს სურათს ვუმზერ ისე მოკრძალებით, 
როგორც მნათობს... ან ეს მხოლოდ მე მგონია....

შენს სიტურფეს ღვთისნიერი როგორ დაგმობს, 
ის შედრკება როგორც აკრთობს ელვა რემებს,
შენს ხმაში ხომ ანგელოზთა გუნდი გალობს, 
და თვალებიც ზურმუხტისფრად ელვარებენ....

შენს ღიმილს ხომ გაზაფხულიც ეშურება, 
ვიცი გიძღვნის ყვავილების უცხო ბაღებს, 
და ტუჩები?... იმ ტუჩების შემშურდება, 
სატრფოსთან რომ ღვთიურ კოცნას გაალაღებს...

რავქნა ასე შორი ხარ და საოცნებო, 
მე კი ალბათ ცოტა უფრო კადნიერი, 
შენ ხომ ასე მხოლოდ უნდა მაოცნებო, 
მე კი ალბათ უნდა ვიყო მადლიერი....

მ ა დ ლ ო ბ ა :))))

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი