სონეტი 1


სალს კლდეს ვგავდი, გული მქონდა ქვა და ლოდის, 
ახლა მდუმარს თითქოს ხავსი მოეფარა, 
ლოდინს ვგმობდი თუმცა მარად მოველოდი, 
ოღონდ შენი გაღიმება მომეპარა...

მთის სიმტკიცე სისხლში ისე მიყიოდა, 
ერთხელაც არ მოვუხარე გრძნობას ქედი, 
ახლა ვშფოთავ... გული მიწუხს მაშინ როცა, 
ბორანივით... ტრფობის ჯებირს მოასკდები...

უშენობა სულზე ისე შემომეკრა, 
ლამის თავზე შემომასკდეს საფეთქლები, 
ამას ვნატრობ, მკერდზე შენი მკერდი მეკრას, 
ძარღვებში რომ სიყვარულად აფეთქდები...

ერთი ვნახე ჩემი სულის სალოცავი, 
სადაც ტრფობას ქედმოხრილი დავლოცავდი...!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი