4


დავიღალე... ამ ცხოვრებით დავიღალე... 
უნიჭოს და ნიჭიერის გარჩევით, 
და მათ როცა თავად წლები გარიყავენ, 
აქეთ ნაპირს უნიჭონი დავრჩებით...

იქნებ მერე მაინც მივხვდეთ უმეცრებას, 
ჩვენს უბადრუკ სიამაყის სიმცირეს, 
და ტკივილსაც გავუღიმოთ თუ ეცლება, 
სხვის სიბრძნეზე გადახარჯულ სიცილებს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი