11
დადუმდა სამყარო სათქმელი ბევრია, ამუნჯებს ბაგეებს სტრიქონთა სიმცირე, საკუთარ სისხლიდან სიყვარულს დევნიან, თვალებში ჩამდგარა გრძნობათა სიცივე... ვინ იცის რა ცოდვებს მოათრევს ეს ზურგი, ოდესღაც დაკრული შოლტების კვალიანს, ტანჯვაა დღეს ყველა ჩვენგანის მეგზური, გზად დარდით ნაქარგი ვარდები ჰყვავიან... . მივდივარ ჯანდაბის იქითკენ სავალზე, ყოველთვის ვირჩევდი ბილიკებს კლდიანებს, დამყვება წუხილი ხსნა - გამოსავალზე, და სული დაჭრილი ლომივით ღრიალებს... რამდენი მიაგავს მჭერმეტყველ მარჩიელს, ლაქუცით ვიღაცა ნაბოზარს აქებენ, რადგანაც გავუდექ სიმართლე ვარჩიე, ჯიბეებს ვინ ჩივის სულს მიღატაკებენ... რას ვიზავთ უფალიც ხომ ასე გვიბარებს, ხვალ ვერას მიიღებ დღეს თუ არ გაეცი, იბრძოლე მიჰყევი ცხოვრების გრიგალებს, და მუდამ გახსოვდეს რამდენჯერ დაეცი... რამდენი ეწამე რამდენჯერ ცრემლების, ჩანჩქერი ყველასგან მალულად გდიოდა, ითხოვდი ელოდი ხელს შემოშველების, და შენი ტკივილი არავის სტკიოდა... გახსოვდეს ყოველთვის რომ შენი წარსული , მომავლის ლამპრად და მახვილად ელავდეს, სატევრად სიმართლე დაგქონდეს და სული, ავდარში ბობოქარ ზღვასავით ღელავდეს...!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი