ე ქ ს პ რ ო მ ტ ი
სული ბობოქარი ვეღარ დავიოკე, თვალებს დაბურვია ნისლი, სადაც გავიხედე ყველგან ტკივილია , ყველგან გლოვის ზარი ისმის...! ისე მწუხარეა ჩვენი საქართველო, სტკივა... ემიგრანტებს სტირის... ისე დაცლილი და ისე პარტახია, ტირის საცოდავად ტირის...! მხოლოდ შერჩენია საწყლად ოჯახები, მტერს რომ გაახარებს ავსულს.. კაცი..?! ცოლს მოელის ფულის საშოვნელად , ათას კილომეტრზე წასულს...! იყავ ..არ შეწუხდე... თბილად ინებივრე.. თავს ნუ დაიტვირთავ ჯიგარ... მერე რა მოხდა თუ ცოლის ნაჯაფარი, ქეიფს.. არყის ვალებს მიაქვს...! შვილი სად წავიდა.... ახლა სად იქნება? ალბათ მეგობრებთან ისიც ... ბევრი ეყოლება ფულით სავსე ჯიბემ, ბევრი მეგობარი იცის...! წავა იგულავებს ბიჭი ბიჭია და.... თუნდა გოგო იყოს.... ისიც.... დედის წამება და დედის ცრემლისდენა, მხოლოდ ერთეულმა იცის... ! ასე უპატრონოდ შვილი დარჩენილი, წიგნთან თავის ნებით მივა? ასე უსწავლელი, ასე უმეცარი, ერი საქართველოს სტკივა... ! ჰო და მეცა მტკივა ჩემო მეგობარო, მთელი საქართველო მტკივა... ყველა დაშლილი და ფუძე–დაბზარული, კენტი ოჯახები მტკივა... ! ალბათ მერე უფრო კარგად ვიქნებოდით , კაცი რომ კაცობდეს მეტად.... ოჯახს მიხედოსო... თორე ვის რად უნდა, წელზე ხანჯალი რო ერტყას...! და თუ წასვლა იყო ქმარი წასულიყო, შვილი გაეზარდა დედას.... რომ ეს ჩვენი ცოდნა ტანჯულ საქართველოს, თავზე ნათელივით ედგას ... !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
Bravo magaria!