10
როცა დახურავს გაზაფხული ყინვის დარაბებს, და თბილ ფოთლებქვეშ მოიფშვნეტავს თვალებს აპრილი, როცა ხავერდი მოედება მწვანე ტრამალებს, და სურნელებით დაითვრება კვირტი გაშლილი.... გადაიმსხვრევა სიყვარულში ყინვა ჩამდგარი, როცა იფეთქებს ჩემს სხეულში შენი სიშორე, ისევ გინატრებ ჩუმ ტკივილთან ჩუმად ჩამთბარი, შენზე წუხილი რომ ვერაფრით ვერ მოვიშორე... კვლავ ჩემს თვალებში გაწვიმდება თქეში პირველი, და გაელვებაც ხშირ წარბებქვეშ გაიკლაკნება, ნუ გაიკვირვებ თუ ამხელა ტვირთის მზიდველი, შავ ღრუბელივით ფშავის მთებში დაიკარგება....
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
2 კომენტარი
Alik! Alik! Alik! :D
ვინ ხარ :დ