1
ქალი ცეცხლი, ქალი ვნება, ქალი ელვის ნათება, შავ თვალებში შუქი სანთლის, სივრცე დაუსაბამო, შენი ეშხით სული დნება, მზერით დაიშანთება, მიდუღს სისხლი და გულს გუდავს, უძვლოს და უსაგანოს ... სიშორეა ჩემი მტერი, ჩემი წყენის მეწყერი, წასალეკად აზვირთდება, დარდის მარადისობა, მჯერა დამრჩეს გრძნობა შენთვის, მარად დაულეწელი, თუ შევძელი შორი ფიქრით, შენი გულის მისნობა.. . ბარიერი სიამაყის, მყისვე უნდა დაიმსხვრეს, რისთვის გვტანჯოს წარმოდგენამ, თავზე უფრო მეტისამ, ვერ გვაკვვირვა მარგალიტმა, მდიდართა სიხალასემ, ვერც ღარიბთა სივაგლახემ, ყოფნამ უქონელისამ... ხედვა ჩვენი გულმართალი, წმინდა სულის მალამო, სიტყვა ბასრი, თვალი მკაცრი, ფიქრი უფრო საუფლო, მიგვაქვს მხრებით ტვირთი მძიმე, ცხოვრება სავალალო, კიდევ მრავალს, კიდევ მრავალს, მრავალს უნდა გავუძლოთ... მაგ ცხელ მკლავებს მივიკარებ, სუნთქვა იწყებს ფორიაქს, და ნაკვთებიც უნაკლონი მიღიმიან მაცდურად, შენ ზეციურ ანგელოზის... მე პოეტის როლი მაქვს.. და სამყარომ შეგვიტოვა ერთმანეთის საცდურად...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
Sise,sise,Fres qool!